მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვა „ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას“
07-09-2020, 21:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის იტვირთოს საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტი, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას თანამდებობა ენატრება, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა გადაარჩინოს.

 


„ვიქნები პრემიერ მინისტრი არა სრული ვადით, არამედ 2 წლით“, თქვა მან ვიდეომიმართვაში.

 

 

მან აღნიშნა, რომ იგი საქართველოში ჩამოვა ისეთ პირობებში, როცა ამისთვის მშვიდი პირობები იქნება და არ დაუშვებს არეულობის გამოწვევას მისი ქვეყანაში ჩამოსვლით.

 


„მე ჩამოვალ ისეთ პირობებში რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი ყოს მშვიდობიანად, იმიტომ, რომ თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

მისი თქმით, „31 ოქტომბერს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არის არჩევნები იმისა, დაგვედგომემა თუ არა ჩვენ ქვეყანაში, თუ ემიგრაციაში წასვლა მოგვიწევს“.

 


მან თქვა, რომ საქართველო გაქრობის საფრთხის წინშე დგას, თუკი არ შეიცვალა დღეს არსებული მდგომარეობა.

 

 

„საქართველო აღმოჩნდა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე და ახლა უმოქმედობა დანაშაულია“, აღნიშნა სააკაშვილმა და „მდიდარი საქართველოს“ პროგრამაზე ისაუბრა, სადაც ნიჭიერი ადამიანი არა ნაცნობობით, არამედ თავისით გაიკვლევს გზას, სადაც პენსიონერს ღირსეული ცხოვრების საშუალება ექნება.

 

 

„ჩემთვის მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, არ ახორციელებს ძალადობას, სადაც დაცულია ყველას უფლებები, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც ოპოზიციური აქტივობა არ აღიქმება რაღაც წარმოუდგენელ საფრთხედ და მის წინააღმდეგ არ იღებენ უკანონო ზომებს, არამედ ყველას აქვს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი“, განაცხადა მან.

 


სააკაშვილმა სამართალდამცავი სტრუქტრურების, პოლიციის, სასამართლოს და სასჯელაღსრულების რეფორმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელმძღვანელი პირების კონკურსის წესით უნდა იყვნენ არჩეული.

 


მან თქვა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური გაუქმდება და დარჩება მხოლოდ კონტრდაზვერვა. ასევე, გაუქმდება საგადასახდო პოლიცია და საგადასახადო მუხლი იქნება დეკრიმინალიზებული.

 


„მშობლიურ მიწასთან განშორება არის ძალიან მძიმე ხვედრი“, განაცხადა სააკაშვილმა და თავის შეცდომებზეც ისაუბრა. „მინდა ამ შეცდომებისთვის მოგიხადოთ გულწრფელი ბოდიში“, აღნიშნა მან და დაამაატა, რომ „მთავარია არა ბოდიში, არამედ შეცდომების გამოსწორება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი