მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენა მისი ოცნებაა, სწორედ სამართლიანობის აღდგენისთვის არის გამზადებული მე-12 დაწესებულებაში მისთვის ადგილი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის კომენტირებისას.
„უკრაინის მოქალაქე პრეზიდენტყოფილმა თქვა, რომ მზად არის იტვირთოს. თქვა, რომ ჩამოვა, მაგრამ ვერ ჩამოვა, რადგან არის მშიშარა, ეშინია მართლმსაჯულების, ისევე როგორც ეშინოდა თავის დროზე, აი, იმ თვითმფრინავის ტალახში რომ ფორთხავდა.
მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა, რომ ჩამოვიდეს და უნდა რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში პრემიერ მინისტრად გამოაცხადოს თავი, უნდა იმპერატორად, შესაბამის სკიპტრას გაუმზადებენ. რა მოვისმინეთ მისგან – თქვა, რომ იხდის კიდევ ერთხელ ბოდიშს, აღიარებს შეცდომებს, აღიარებს დანაშაულებს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს სასამართლომ მას სამართლიანად მიუსაჯა ის, რაც მიუსაჯა. კიდევ თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენა არის მისი ოცნება. სწორედ ამისთვის არის გამზადებული მისთვის მეთორმეტე დაწესებულებაში ადგილი, რომ სამართლიაონობა აღდგეს და ყველა დამნაშავემ, მისი ხელმძღვანელობით, მოიხადოს სასჯელი“, - განაცხადა სუბარმა, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.