გიგა ბოკერია 2012 წლამდე სააკაშვილს და მის გარემოცვას მწვავედ აფასებს: სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხედვა წარსულში... დღევანდელობა არის უმძიმესი ივანიშვილი, წარსულისკენ ყურება, 2012 წლამდე სააკაშვილი და მისი გარემოცვა
08-09-2020, 08:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხედვა წარსულში. მათ უნდათ, რომ 2012 წლამდე რა ვითარებაც იყო, იმაში დაგვაბრუნონ. დღევანდელობა არის უმძიმესი ივანიშვილი, წარსულისკენ ყურება, 2012 წლამდე სააკაშვილი და მისი გარემოცვა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე კომენტარისას.

 


„ევროპული საქართველოსი“, ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ივანიშვილი და მისი გარემოცვა არის დღევანდელი უმძიმესი ჭაობი, რომელიც ამ ქვეყანას დაახრჩობს. ასე გაგრძელება შეუძლებელია. მისი დამარცხება არის ეროვნული ამოცანა. სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხედვა წარსულში. მათ უნდათ, რომ 2012 წლამდე რა ვითარებაც იყო, იმაში დაგვაბრუნონ. ეს ქვეყანას არაფერში არ სჭირდება, ეს ვერ მოხდება. „ევროპული საქართველოს“ ხედვა არის მომავალი და გარდამტეხი ცვლილებები. ამიტომ, ეს არის შეჯამება – დღევანდელობა არის უმძიმესი ივანიშვილი, წარსულისკენ ყურება, 2012 წლამდე სააკაშვილი და მისი გარემოცვა. გარდამტეხი ცვლილებები მომავლისთვის ეს არის „ევროპული საქართველო“. ამას რაში სჭირდებოდა 50-ჯერ დაანონსება და ამ საკვების მიცემა ივანიშვილის პროპაგანდისტისთვის ქილიკისა და საპროტესტო ელექტორატის ნაწილის იმედგაცრუება.

 


რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ამას დავასრულებთ და როცა ივანიშვილი დამარცხდება, ყველა დევნილს ექნება შესაძლებლობა, საქართველოში დაბრუნების, მისი ჩათვლით. ოღონდ ამაში რა არის ჰეროიკული. „ზაზუნას დღე“ რომ არის ფილმი, სადაც ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, აი, ამ ვითარებაში ყოფნაა, რომ ეს პოპულისტური ლიდერი იძახის, დავბრუნდებიო, მერე არ ბრუნდება, ესენი დასცინიან. ეს არანორმალური ვითარება, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, რატომ უნდა გახადო კიდევ უფრო საქილიკო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტყობინება.

 

კომენტარები: 2
#2  დავითი
      
ამის პადოში დედა ვატირე.
8 სექტემბერი 2020 00:25
#1   თინიკო
      
აუ,ეს რა უნამუსო ღორია! ერთად ყუყავდნენ და ერთად თქვლეფდნენ,ერთად ძარცვავდნენ და ედრთად ყიდიდნენ ხალხს და ქვეყანას და ახლა ანგელოზად გამოყავს თაქვი ამ უზნეო ღორს!
7 სექტემბერი 2020 23:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი