ნიუპორტი, 30 სექტემბერი - ამჟამად ნაკრები უელსის დედაქალაქის, კარდიფის მახლობლად, ნიუპორტშია დაბანაკებული და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
29 სექტემბერს ბორჯღალოსნები ისვენებდნენ, დღეს კი კარდიფის მილენიუმზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ. 'ოლ ბლექსთან' მატჩი 2 ოქტომბერსაა და წესით, კაპიტნის ვარჯიში წინა დღით უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რადგან პირველ ოქტომბერს მილენიუმზე უელსის და ფიჯის ეროვნული გუნდების მატჩია დანიშნული, ოთხივე გუნდი კაპიტნის ვარჯიშს დღეს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ტრადიციულად, მატჩამდე 48 საათით ადრე ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა გამოცხადდება.
მანამდე კი, სანამ ბიჭები კაპიტნის ვარჯიშს მართავენ, ESPN-ზე გამოქვეყნებულ ახალზელანდიელთა კომენტარებს წარმოგიდგენთ.
როგორ ემზადება მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ჩვენთან შესახვედრად
‘ოლ ბლექსისთვის’ საქართველო ჯერ კიდევ არ არის კარგად ნაცნობი დაპირისპირებული მხარე, თუმცა ახალ ზელანდიელები კარგად იცნობენ ბორჯღალოსანთა კაპიტანს მამუკა გორგოძეს და იციან, რომ მისი მონაწილეობით შეკრული მორკინალთა შემადგენლობა მოქმედ ჩემპიონს უკომპრომისო ‘ტესტს’ შესთავაზებს.
ახალ ზელანდიელი სემ ვაითლოქის თქმით, გორგოძის განვლენიანი პოტენციალი 'ოლ ბლექსს' სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
„მე ცოტა რამ მსმენია ბორჯღალოსნების შესახებ, თუმცა კარგად ვიცნობ მათ 8 ნომერს და ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა.“
'ოლ ბლექსის' ბურჯი ვაიეთ ქროქეთის თქმით, ახალი ზელანდიისთვის ეს მატჩი კარგი შესაძლებლობა იქნება საკუთარი შერკინებისა და ფიზიკური ძალების დასატესტად.
„ყველა გუნდს თავისი დადებითი მხარეები აქვს - ბორჯღალოსანთა რაზმი კი აშკარად ფიზიკურად ძლიერი მორაგბეების ნაკრებია. არგენტინასთან გამართულ მატჩს თვალს ვადევნებდი და ქართველთა ფიზიკური დაპირისპირება ზოგ მომენტში აშკარად უპირატესი იყო.“
როგორ განწყობაზეა გუნდი მოქმედი ჩემპიონთან პირველ დაპირისპირებამდე
ბორჯღალოსანთა შუამარბი მერაბ შარიქაძე:
ახალი ზელანდიის რთულად დასაპირისპირებელი უნარები...
„ისინი გახსნილ თამაშში ძალიან ძლიერები არიან, მათი ოფლოუდები და უსწრაფესი თამაში სწორედ ის არის, რისი დაპირისპირებაც გაგვიჭირდება, თუმცა მათ შეტევას აუცილებლად ბოჭვით უნდა ვუპასუხოთ.
„როგორც კი ბურთი მოგვივა, ხელიდან აღარ უნდა გავუშათ. თუ ამას შევძლებთ, მათი შეტევის შანსებს შევამცირებთ, რაც აშკარად სასიკეთოდ წაგვადგება.“
განწყობა მესამე მატჩის წინ...
„თავს ყველანი კარგად ვგძნობთ და ‘ოლ ბლექსის’ წინააღმდეგ სათამაშო შემადგენლობაში მოხვედრა ყველას გვსურს.
„ჩემთვის პირადად ეს უდიდესი პატივი იქნება, ისევე როგორც დანარჩენი ბიჭებისთვის. გვინდა, რომ ჩვენი თამაში არგენტინის წინააღმდეგ აქ გამოვასწოროთ, ასე, რომ ამ შანსს ყველანი მოუთმენლად ველით. ეს ყველასთვის დიდი გამოწვევა იქნება, გვაინტერესებს როგორ წარვსდგებით მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ.“
http://site.rugby.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.