კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4 „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 23 აჭარას, 5 შემთხვევა კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება
08-09-2020, 13:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4„ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 23 აჭარას, 5 შემთხვევა კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

 

 

„გუშინ იყო 1684 შემთხვევა, დაგვემატა 45 ახალი შემთხვევა და გახდა 1729. 45-დან სამი არის „დონას“ კლასტერიდან, 19 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ოთხი არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 12-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, სამზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 45 შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას. 45-ში ხუთი ჯგუფური შემთხვევა გვაქვს. ეს ხუთი ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ექვსით გაიზარდა და ამჟამად ინფიცირებულების 76.4 პროცენტს შეადგენს, კოვიდ-ცენტრებში კი 381 პაციენტი მკურნალობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი