ანა მიქელაძე: ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის
08-09-2020, 14:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ,  თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

„აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ახალი ცვლილებების თანახმად, სწორედ ცესკო იღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო ზონებში ან საკარანტინო სივრცეებში არჩევნების ჩატარებასთან ან არჩატარებასთან დაკავშირებით. თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის ექსპერტების და სპეციალისტების რეკომენდაციები. ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, შესაძლებელია ამ საკარანტინო სივრცეებში, ასევე იმყოფებოდნენ კოვიდინფიცირებული პაციენტებიც, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები გამოხატული. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული დიფერენციის გაკეთება. მთავარია აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სარჩევნო გარემოში, თითოეულ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელი არიან ის ადამიანები, ვინც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში. ესენი არიან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მედია და ეს საკითხი უნდა იყოს განხილული ისე, რომ საერთო კონსესუსი იყოს მიღწეული“, – განაცხადა მიქელაძემ.

 

 

მიქელაძის განცხადებით, პირველ სექტემბერს, პირველივე სხდომაზე ცესკოს კომისიამ დადგენილებით განსაზღვრა ის წესები, რაც საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში მოქმედებს.

 

 

„ამ წესებს იცავენ საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, ამ პროტოკოლზე მიმდინარეობს მუშაობა და რა თქმა უნდა, ის იქნება საზოგადოებისათვის და არჩევნებში ჩართული თითოეული მხარისთვის ცნობილი. არჩევნებამდე დარჩენილია ორი თვე. საუბნო-საარჩევნო კომისიები პირველ სხდომას მართავენ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საკმარისი ვადები რომ შესაბამისად იყოს პროტოკოლი შემუშავებული და საზოგადოებისთვისაც იყოს ინფორმაცია მიწოდებული. საკარანტინო ზონებში შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი და შესაძლებელია იყოს გადასატანი საარჩევნო ყუთიც. ეს არის დამოკიდებული რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობაზე. რა რაოდენობა იქნება განთავსებული საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა მიქელაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი