ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მინისტრობისას ქართული შეიარაღებისთვის განკუთვნილი 1,2 მილიარდი ლარი წავიდა „იმ ადამიანების ჯიბეებში, რომლებიც დღესაც ბედავენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბარს“
09-09-2020, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარის დებიტორული დავალიანება უკვე ჩამოწერილია და ამჟამად თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ერიცხება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თანხა არის გადარიცხული სხვადასხვა კომპანიაში, მის სანაცვლოდ კი არანაირი შეიარაღება საქართველოს არ მიუღია.

 

 

„დავით კეზერაშვილი არ იყო ერთი ცალკე აღებული მაღალჩინოსანი, ის წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს. კეზერაშვილი ყოველთვის იყო ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის დამფინანსებელი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუყვე საზოგადოებას, რა ხდება ამ წლებში სამინისტროში. ჩავიხედე რა იმ მძიმე მემკვიდრეობაში, რომელიც მე უწყებაში დამხვდა, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარის დებიტორული დავალიანება უკვე ჩამოწერილია და ამჟამად სამინისტროს დაახლოებით 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ერიცხება. ეს თანხა არის გადარიცხული სხვადასხვა კომპანიაში, მის სანაცვლოდ კი არანაირი შეიარაღება საქართველოს არ მიუღია. ჩვენ კარგად ვიცით, სად წავიდა ეს ფული – ამ ადამიანების ჯიბეებში, რომლებიც დღესაც ბედავენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბარს“, განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მისი თქმით, შეიარაღება, რომელიც ვითომდა ქართული ჯარისთვის იყო შესყიდული, აღმოჩნდებოდა ხოლმე მესამე ქვეყანაში.

 


„მაგალითად, ასე მოხდა M4-ის ტიპის ავტომატების შეძენისას, რომლებიც იყო უხარისხო. კეზერაშვილის შეძენილი ავტომატების ნაწილი აღმოჩნდა გვატემალაში, ნაწილი – კიდევ სხვაგან და ა.შ. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა კეზერაშვილის უშუალო პარტნიორი. წინა ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, მილიარდი ლარის შეიარაღება ომის დროს რუსებმა წაიღეს. არავინ იცის, ეს შეიარაღება მართლა რუსებმა წაიღეს, თუ ამის მხოლოდ 10 % წაიღეს, დანარჩენი კი უბრალოდ ე.წ. გათეთრებისთვის იყო გამოყენებული. ამჟამად პროკურატურა იძიებს საქმეს Bushmaster-ის ტიპის ავტომატების შეძენის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი