"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ხელისუფლებას საპარლამენტო ტრიბუნიდან აკრიტიკებს და ამბობს, რომ შსს და სუს-ი უმეტესად ივანიშვილის კადრებითაა დაკომპლექტებული და სისტემიდან პროფესიონალების გათავისუფლება მოხდა.
"თქვენ მოხვედით იმ დაპირებით, რომ პოლიცია დეპოლიტიზებული იქნებოდა, მაგრამ თქვენ ისინი მთლიანად ერთი კაცის ინტერესების მოსამსახურედ გადაიყვანეთ, ბიძინა ივანიშვილის სახლის გუშაგებად აქციეთ. პოლიციიდან პროფესიონალები გაყარეთ და მათ ნაცვლად ბერა ივანიშვილის ტრაილერის მძღოლი მიიყვანეთ, რომელიც მალევე მაიორი გახდა. სუს-ს სათავეში ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი ჩაუყენეთ და მისი ერთადერთი მოვალეობა არა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალი და მათ წინააღმდეგ კომპრომატების მოგროვებაა", განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.