გუბაზ სანიკიძე: ეს უნდა ვთქვა აუცილებლად, გახარიას ხმაში მიშას გუშინდელ გამოსვლაზე არავითარი დაქადნება არ იყო, ის მოიქცა ძალიან კორექტულად, განსხვავებით „ქართული ოცნების“ დანარჩენი წარმომადგენლებისგან, რომლებიც ყირაზე გადადიან
09-09-2020, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ტონს უწონებს და აცხადებს, რომ გახარიას ქცევა „თავშეკავებული და ძალიან კორექტულია“.

 


ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

 


„მინდა აღვნიშნო, მიშას გუშინდელ გამოსვლაზე ძალიან თავშეკავებული რეაქცის მისცა გიორგი გახარიამ. ეს უნდა ვთქვა აუცილებლად. „ჩამოვიდეს“... გახარიას ხმაში არავითარი დაქადნება არ იყო. ის მოიქცა ძალიან კორექტულად, განსხვავებით „ქართული ოცნების“ დანარჩენი წარმომადგენლებისგან, რომლებიც ყირაზე გადადიან, არ ვიცი ახლა, ჭიაღუები რომ ებრიქებიან სპილოს ისეთი რაღაცაა, ვინა ხართ, ვის დაკარგვიხართ. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო! გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი - აიღებს ბევრ ხმას? აიღებს, დიდ პროცენტს „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია? ჩათვალეთ, ეს არის ნება ქართველი ხალხის და რაც არის ნება ქართველი ხალხის, ის არის ღვთის ნებაც, მორჩა და გათავდა“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 


მან გადაცემაში ისიც თქვა, რომ „ძალა ერთობაშიასა“ და მას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და მალე გახდება ცნობილი, იქნება თუ არა ოპოზიციის პარტიულ საარჩევნო სიაში.

 

 

გუბაზ სანიკიძემ „გამოცვლილ“ ბიძინა ივანიშვილს და „გამოცვლილ“ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ გულწრფელი იყო მაშინ, როცა სააკაშვილს ებრძოდა და გულწრფელია ახლაც, როცა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოდის.

 

 

მან კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი სხდომა და ივანიშვილის განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ სხდომაზე მილიარდერმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილის საქართველოსთვის გაღების და შთამომავლობისთვის მხოლოდ 100 მილიონის დატოვების პირობა დადო.

 


„ივანიშვილმა ერთ-ერთ პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე იცი, რა გვითხრა, რომ მეო ვაპირებო 100 მილიონი დავუტოვოო ჩემს შთამომავლობასო და დანარჩენი უნდა მოვახმარო ამ ქვეყანასო - ჩაწერილი ექნება, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მერე აღმოჩნდა, რომ ყველაფერს იწერდა. ადამიანი როცა გეუბნება, მით უმეტს ასეთი ადამიანი, რატომ არ უნდა დაიჯერო. ვიფიქრე, რომ, აი მოვიდა ადამიანი, რომელიც აპირებს თავის თავს... ლოგიკა არის ამაში. დღეს რომ ასე იქცევა, ამაში არ არის ლოგიკა. იმ ბიძინასა და ამ ბიძინას შორის არის დიდი სხვაობა, კაცი გამოცვლილია ფაქტობრივად“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ და დასძინა, რომ ასევე „გამოცვლილია“ მიხეილ სააკაშვილიც.

 


მან თქვა, რომ სააკაშვილმა ბოდიში ქართველ ხალხს მოუხადა და არა პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა არ იცის რისთვის მოიხადა ბოდიში.

 


გუბაზ სანიკიძემ 2019 წლის ნოემბერში სააკაშვილთან კიევში ჩასვლასა და ურთიერთბოდიშის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მათ ამით ერთმანეთთან ომი დაასრულეს და თანამებრძოლები გახდნენ.

 


„რაც შეეხება იმას, თუ რისთვის მოიხადა ბოდიში, მე მიშას მოძღვარი კი არა ვარ. ის ურთიერთბოდიშიც... დავამთავრეთ ჩვენ ომი და გავხდით მოკავშირეები. ისტორიამ, მათ შორის საქართველოს ისტორიამ, ასიათასობით მაგალითი იცის ამის და საერთოდ, ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს მშვიდობას. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელები. მე მგონი ყველას უნდა უხაროდეს, რომ დღეს მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები და არა მოსისხლე მტრები და ამაში პირველი დამსახურება არის ბიძინა ივანიშვილის და ყოველგვარი ხუმრობის გარეშე გეტყვით. ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მე-5 გამაერთიანებელი - ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, ბაგრატ მესამის (იცინის), მინდოდა არ გამეცინა, მაგრამ რა ვქნა, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ და ბიძინა არის მე-5, გაუერთიანებელის გაერთიანება მოახერხა ბიძინამ“, აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი