იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება
09-09-2020, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

 

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა ასევე მიღებული ე.წ. სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება, ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რაც აქამდე არსებობდა, იგულიხმება, ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, აქაც არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

 

 

„აქ იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, რადგან დახურულ სივრცეში აქამდე ეს შეზღუდვები ისედაც არსებობდა“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

 

 

მისი თქმით, რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი