თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 421 პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, 17-ის კი მძიმედ ფასდება.
„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს. მათგან სამი კვლავ კრიტიკულია, მძიმეთა სიაში კი 17 პაციენტია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
ჩვენს ცენტრში გვყავდა 19 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული გუშინ არ გვყოლია. დაგვემატა სამი ახალი შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენთან 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან ერთი კვლავ კრიტიკულად მძიმე და ერთი მძიმე პაციენტია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.