გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩის ზედა მხარეს არსებულ ბოჭორიშვილისა და კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, გლდანის რაიონში მსგავსი პროექტები ეტაპობრივად, ყველა იმ ქუჩაზე განხორციელდება, რომელიც უხვი ნალექის დროს ცენტრალურ ქუჩას პრობლემას უქმნის და სანიაღვრე ქსელის მოწყობას საჭიროებს.
„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მიმდებარე, მიკრორაიონებში ამსვლელ-ჩამომსვლელი ქუჩები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფაქტობრივად, არცერთ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობს, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ამ ორ ცენტრალურ ქუჩას. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, ბოჭორიშვილისა კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. პარალელურად, მივყვებით ყველა იმ ქუჩას, სადაც ანალოგიური პრობლემა არსებობს, რათა ამ მიმართულებით ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.