უხვი ნალექის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების სამი ეკიპაჟი. მათ ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
„ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.