სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო სიიის ძირითადი ნაწილი იმის მიხედვით დაკომპლექტდება, თუ რა შედეგებს მიიღებენ ოლქებში მომუშავე კონკრეტული ადამიანები.
„ევროპული საქართველო“ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ჩვენი ხედვა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ. შესაბამისად, ყველა სხვა პოლოტიკური საკითხი უკანა პლანზე გვაქვს გადადებული. ამიტომ ძირითადად ვლაპარაკობთ ჩვენს პროგრამაზე და არა ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად სია. თუმცა დიდი ხანია, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სიის ძირითადი ნაწილი დაკომპლექტდება იმის მიხედვით, რა შედეგებს მიიღებენ ოლქებში მომუშავე კონკრეტული ადამიანები, ანუ მათი შედეგიდან გამომდინარე მოხდება სიაში მათი ადგილის განსაზღვრა.
შესაბამისად, ჩვენი სია, რიმელიც მალე გამოქვეყნდება, იქნება პირობითი, რადგან კანონი არ ითვალისწინებს იმას, რაზეც შიგნით ვართ შეთანხმებული. თავის დროზე ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მივმართეთ, რომ კანონით ყოფილიყო ეს საკითხი დარეგულირებული, თუმცა უარი გვითხრა. ამიტომ ჩვენი შიდა წესით ვარეგულირებთ. ეს არის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი მუშაობა – სამართლიანი გარემო იყოს ყველასთვის და ერთი ადამიანი არ წერდეს სიას, როგორც ეს ხდება ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიაში, თუ ყველაში არა. სიის პირველი ნომერი იქნება დავით ბაქრაძე“, განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.