ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. 4.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 1 მილიონ 425 ათას ლარამდე დაიხარჯა და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.