თეა წულუკიანის განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს კონსულტაციები და ხვალ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა თავად საარჩევნო სიაში
09-09-2020, 21:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს კონსულტაციები ცოტა ხნის წინ დასრულდა და ხვალ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში, ხოლო იქნება თუ არა თავად ამ სიაში, წულუკიანი ამბობს, რომ ესეც ხვალ გახდება ცნობილი.

 

 

„ვარ თუ არა სიაში, ეს ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხება იმას, ვინ იქნებიან სიის ძველი და ახალი სახეები, ამის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი, რადგან პოლიტსაბჭოს ფარგლებში გამართული კონსულტაციები, რომლის წევრიც მე არ გახლავართ, ამ დრომდე მიმდინარეობდა და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ხვალ იქნება პრეზენტაცია, იქ მხოლოდ მინისტრის რანგში ვიქნები თუ კანდიდატის რანგშიც, ამას ხვალ ვნახავთ“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 10 სექტემბერს 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი