რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სირიაში რუსული ავიაციის გამოყენების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება. მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის კონფლიქტში სრულად ჩართვას არ აპირებს.
"რუსეთი სირიის ანტიტერორისტულ ოპერაციაში საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვის შესაბამისად მონაწილეობს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ სირიაში კონფლიქტი სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული. ეს სახელმწიფოთაშორისი, შიდაპოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებაა, რომელიც რეგიონის საქმეებში გარე ჩარევის შედეგად გამწვავდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, კონფლიქტში თავით ჩაბმას არ ვაპირებთ", -განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები რუსეთს, ევროპის ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებსაც უქმნიან საფრთხეს.
"როგორც ცნობილია, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს რიგებში", რომელსაც, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნამდვილ ისლამთან საერთო არაფერი აქვს, იბრძვის ათასობით ადამიანი ევროპული ქვეყნებიდან, რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა ქვყენებიდან. თუ ისინი სირიაში წარმატებას მიაღწევენ, სამშბოლოში აუცილებლად დაბრუნდებიან", - განაცხადა პუტინმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსი სამხედროები სირიაში სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"პირველ რიგში, ჩვენ მხარს დავუჭერთ სირიის არმიას მხოლოდ მის კანონიერ ბრძოლაში ტერიტორისტულ დაჯგუფებებთან. მეორე: ეს იქნება საჰაერო მხარდაჭერა სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობის გარეშე. და მესამე: ასეთი მხარდაჭერა დროში იქნება შეზღუდული", - განაცხადა პუტინმა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, რუსულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიაიერიშები დღეს მიიტანა. დაიბომბა "ისლამური სახელწმიფოს" პოზიციები, მათ შორის სამხედრო ტექნიკა, იარაღის საწყობები და სატრანსპორტო საშუალებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.