პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნეს.
მთავრობის მეთაურმა და მინისტრმა ახალი ოფისი დაათვალიერეს, რომელიც 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მორგებულია როგორც პალატის თანამშრომელთა, ისე ნოტარიუსთა პალატის სერვისის მიღების მსურველი მოქალაქეების ინტერესებზე. პირველ სართულზე განთავსებულია საკონსულტაციო ოთახები, სადაც ვიზიტორები შეძლებენ, მიიღონ იურიდიული კონსულტაცია და ინფორმაცია სანოტარო სერვისების შესახებ, ისარგებლონ სანოტარო არქივის მომსახურებით და მოიძიონ მათთვის საჭირო დოკუმენტაცია.
გიორგი გახარიამ და თეა წულუკიანმა ასევე დაათვალიერეს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი, სადაც სტაჟირების თეორიული ნაწილის გავლა თანამედროვე ტიპის სასწავლო აუდიტორიაში იქნება შესაძლებელი. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებითა და ბიბლიოთეკით, სადაც დაინტერესებული პირები იურიდიულ ლიტერატურას, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქართულ კანონმდებლობას და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებს გაეცნობიან.
თანამედროვე შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე.
ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისის რეკონსტრუქცია 2018 წლის ბოლოს დაიწყო. რეკონსტრუქციის შედეგად, სრულად შენარჩუნდა შენობის ქუჩისპირა ფასადი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ქუჩის ერთიანი განაშენიანების ნაწილია.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.