ლევან დავითაშვილი: „მოსავლის ჩაბარება რიგების გარეშე მოხდება და ფერმერებს პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩებათ“
10-09-2020, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „ჯეო კონცენტრატი“ იმყოფებოდა, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნო.



„სახელმწიფოს მიერ მეწარმეებისთვის შეთავაზებული პროგრამა, შიდა ქართლის რეგიონში  არსებული საწარმოების სიმძლავრეების სრულად დატვირთვის საშუალებას იძლევა. ორი დღეა დაიწყო მოსავლის ჩაბარება და უკვე 7 კომპანია ჩაერთო პროგრამაში. ვფიქრობ, სახელმწიფოს ეს მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ რიგების გარეშე მოხდეს მოსავლის ჩაბარება და ფერმერებს პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩებათ. უნდა აღინიშნოს, რომ  გადამუშავებული, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ძირითადად, ევროკავშირის ბაზარზე გადის, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


„ჯეო კონცენტრატის“ დამფუძნებლის, ივანე გოლიაძის განცხადებით,  კომპანია პირველივე დღიდან ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის  საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა. კომპანია ადგილობრივი ფერმერებისა  და გლეხებისაგან იბარებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ ვაშლს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპის ბაზარზე მოხდება.



„ჯეო კონცენტრატი“  არასტანდარტული ვაშლის  რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული კომპანიაა. შპს „ჯეო კონცენტრატი“  2007 წლიდან საქმიანობს, ხილის გადამმუშავებელ საწარმოში განხორცილებული ინვესტიცია  შეადგენს 4 მილიონი ლარს. საწარმოში 50 ადამიანია დასაქმებული. 



სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.



არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

 

 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი