გიორგი გახარია: „ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით“
10-09-2020, 12:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახელებ რომელ რესტორანში, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, – განაცხადა  პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

 

გახარიას განცხადებით, მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომ მსგავს რიტუალურ ღონისძიებებში 10-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობა აიკრძალოს.

 

 

„რაც შეეხება რიტუალურ ღონისძიებებს, სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანებაც მოჰყვეს, მაგრამ საგულისხმო მაგალითია ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, ქორწილი იყო.

 

 

იძულებული გავხდით, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში – 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი