„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულების დირექტორს, დეივიდ ჰოგან ჰერნს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის, შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის გაძლიერების პროცესში გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ, დეივიდ ჰოგან ჰერნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი, ასევე, მიესალმა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2020-2021 ფინანსური წლის გეგმას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, შალვა კვინიხიძე.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.