საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
10-09-2020, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გენერალური დირექტორატის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის (DGA) და შეიაღებისა და სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ავიამშენებელი კომპანიის ( MBDA) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ფრანგულ კომპანიებთან არსებული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგულ მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში საჰაერო თავდაცვის ინიციატივის მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ კუთხით ფრანგულ მხარესთან, ფრანგულ კომპანიებთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, აღჭურვილობის ტრნასფორმაციასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

 


თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და მისი მოადგილე, მე-3 რანგის კაპიტანი შარლ-ვიქტორ ორი დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი