უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს" პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაახლოებით 200 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში და ამის შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ეძლევა შესაძლებლობა, მსოფლიოს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოს.
„რაგბის ეროვნულ ნაკრებს გაუჩნდა უნიკალური შანსი, რვა ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ქართული რაგბის უდიდესი წარმატება. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი მსოფლიოში, სადაც საქართველოს ნაკრებს ექნება შესაძლებლობა, დაუმტკიცოს ყველას, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევხვდით მორაგბეებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიმდინარე ჩემპიონატი არ შეფერხებულიყო და ნორმალურად დაეწყოთ მათ შეჯიბრები, თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს" პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. ის ინვესტიციები, რომელიც ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში იყო ჩადებული, დაახლოებით 200 მილიონი, ამ შედეგებს ვიღებთ დღეს ჩვენ და გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ქართულმა რაგბმა მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც რაგბის კავშირი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ქართველ მორაგბეებს მივცეთ და სულ რამდენიმე საათში შეიძლება ყველამ ერთად, გამარჯვება ვიზეიმოთ და თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდებ, რომ თუ ამას მივაღწიეთ, შემდეგ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ქართულ რაგბს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.