რომან გოცირიძე ჟურნალისტების დაუყოვნებლივ და უფასოდ ტესტირებას ითხოვს
10-09-2020, 14:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს კორონავირუსზე ტესტირება დაუყოვნებლივ, უფასოდ ჩაუტარდეთ.

 


დეპუტატის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში კორონავირუსი დაფიქსირდა, ტესტირება იქ მომუშავე ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს უნდა ჩაუტარდეს და არა მხოლოდ მათ, ვისაც ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა შეხება 5 სექტემბრის შემდეგ.

 


„ჩვენ, პოლიტიკოსები რა თქმა უნდა, საფრთხის და რისკის შემცველები ვართ. ამომრჩეველს ყოველდღიურად ვხვდებით და უამრავი სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს. მოვდივარ და თქვენ გესაუბრებით, ვესაუბრები ამ მიკროფინს, რომელიც პოტენციურად შეიძლება ინფიცირებული იყოს და თქვენ გადაგდოთ. ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, მიხედეთ ჟურნალისტებს. ჟურნალისტები, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოსთან იდგნენ და ინტერვიუს წერდნენ, ერთხელ მაინც იყვნენ უფასოდ ტესტირებულნი? უნდა განხორციელდეს ჟურნალისტებისა და ოპერატორების უფასო ტესტირება, რომლებიც სამართლიან პრეტენზიას გამოთქვამენ. პარლამენტში ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, ნუ ზოგავენ რაღაც პატარა ფულს, ნუ იკვლევენ ვის და სად ჰქონდა კონტაქტი ხუთი სექტემბრის შემდეგ. 50-მდე ჟურნალისტი და ოპერატორია, არ არის ეს დიდი ფული. ეს იქნება ორი ათასი ლარი და თანაც უზარმაზარი ოდენობის ტესტის მასალებია შეძენილი. ჟურნალისტების ტესტირება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს“, განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი