სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობით ახმეტის და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შესუსტებული
10-09-2020, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

9 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად ახმეტის და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შემსუბუქებული.

 

 

ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები რეგიონში დღის მეორე ნახევარში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან გავრცელდა და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის და თელავის რაიონები. 123 კმ2 საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 35 მმ-მდე მერყეობდა. 

 

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 15:49-დან 19:52- საათამდე ღრუბლის მასები სამ ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 120 ერთეულამდე რაკეტა. დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა. 

 

 

სარაკეტო დამუშავების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული ფრონტალური ატმოსფერული პროცესების არსებულ მასშტაბებში შეკავება. სეტყვის მოსვლა ძირითადად სროლისთვის შეზღუდულ სექტორებში დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა.

 

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი