სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. კიდევ ერთი სკვერი ჭიჭინაძის ქუჩაზე გაიხსნა.
ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
ჭიჭინაძის ქ. N1-ის მიმდებარედ, 1 100 კვ.მ ფართობზე საბავშვო მოედნები სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები განთავსდა. სკვერის ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა. ასევე, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედნებზე კაუჩუკის საფარი მოიხატა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო გარე განათების სისტემა.
პროექტის ღირებულება 186 500 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულა.
სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს 22 სკვერი მოაწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.