ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
10-09-2020, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის 10 სექტემბერს, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა თომას მიულმანმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.



ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა ისაუბრეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ ურთიერთობებზე და გაუზიარეს ერთმანეთს თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების გზები.



მხარეებმა დაადასტურეს, რომ ორ ქვეყანას შორის ძალზედ ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა, რომ პოსტ-პანდემიურ პირობებში ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურება იქნება. ასევე, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.  

 


მინისტრმა ელჩს გააცნო საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესი და ამ პროცესში ავსტრიის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან, ასევე, მიაწოდა ელჩს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარების შესახებ და მადლიერება გამოხატა ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.



ავსტრიის ახლადდანიშნულმა ელჩმა, თავის მხრივ, გამოხატა მზაობა, რომ ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას საქართველოსა და ავსტრიას შორის, მათ შორის ქვეყნების რეგიონების დონეზე. მან გამოჰყო ავსტრიის აქტიური ჩართულობა საქართველოში ევროკავშირის თვინინგის პროექტების განხორციელებაში და დაადასტურა შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში.    

 


შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი