თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი არეშიძის დიპლომთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განცხადებით, გიორგი არეშიძე 2010 წელს ჩაირიცხა წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც 2014 წელს დაამთავრა. მას მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით (დიპლომის ნომერი # 000473).
საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი არეშიძის დანიშვნა თვითმმართველობის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი არეშიძის დიპლომის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გასაჯაროვება სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა მოითხოვა.
ცენტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტი, რომელიც კახი კალაძის ცოლის ძმას ოფიციალურად აქვს მითითებული, საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშაა, აქვს თუ არა მერიის მაღალჩინოსანს უმაღლესი განათლება.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი ხაბურძანიამ განმარტა, ორგანიზაციამ ინფორმაცია განათლების სამინისტროსგანაც გამოითხოვა, საიდანაც მიიღეს პასუხი, რომ წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი მათ ბაზაში არ ფიქსირდება:
„კახი კალაძის ცოლის ძმას, რომელიც გახლავთ ქალაქ თბილისის მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ოფიციალურ საიტზე განთავსებული აქვს ინფორმაცია, რომ დამთავრებული აქვს წმ. ნიკოლოზის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი, ბიზნესი და მართვა- ბაკალავრი. ჩვენ დავინტერესდით ამ უნივერსიტეტის წარმომავლობით და არსებობით და გამოვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია განათლების სამინისტროდან, საიდანაც მოგვწერეს, რომ ასეთი უნივერსიტეტი არ ფიქსირდება არც მათ რეესტრში და არც როგორც სასწავლებელი.
გარდა ამისა, ჩვენ „გუგლის“ საძიებო სისტემაში ვეცადეთ აღნიშნული უნივერსიტეტის მოძებნას და ვერც იქ ვნახეთ. მოვითხოვთ ქალაქ თბილისის მერიისგან, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტი ან გათავისუფლდეს ეს ადამიანი, რადგან არ შეესაბამება მის მიერ დაკავებულ თანამდებობას. კანონით არ არის ისე, რომ საჯარო მოხელეს მაინცდამაინც უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა საქალაქო სამსახურის უფროსი გახლავთ, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ამ დოკუმენტის ტოლფასი ვერ იქნება კახი კალაძის ცოლის ძმობა.“ განაცხადა გიორგი ხაბურძანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.