პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა
10-09-2020, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ქართული მხარისთვის საინტერესოა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო საქმიანობის გაცნობა და გაზიარება, ამ პროცესში კი აღსანიშნავია ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის (WFD) მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და პროექტების როლი.

 

 

საუბარი, ასევე, შეეხო საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად და გარდამტეხი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.

 

 

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა საქართველოს პარლამენტთან აქტიურ კომუნიკაციასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაზე მზაობა გამოთქვა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და მიესალმება იმ ცვლილებებს, რაც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი