2020 წლის 10 სექტემბერს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებითა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ევროპის საბჭოს, PricewaterhouseCoopers Global (PwC) და დიპლომატიის ევროპული აკადემიის თანაორგანიზებით, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა ღონისძიება - “წერტილების დაკავშირება - პოლიტიკურ და საჯარო სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება” (“Connecting the Dots - strengthening youth engagement in political and public life”).
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციისა, თუ ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე, დაახლოებით 60-მდე ქვეყნის 250-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის ექსპერტები, აქტივისტები, საჯარო მოხელეები, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების გახსნით ნაწილში სიტყვით გამოვიდა სსიპ საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რევაზ ჩარკვიანი. მან ვრცლად ისაუბრა ახალგაზრდობის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის როლსა და მის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობაზე. გამოსვლისას მან ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის ეკოსისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე, რომლის განხორციელებაც სააგენტომ 2019 წლის სექტემბერში დაიწყო.
ღონისძიების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე - „სამოქალაქო განათლება, როგორც ახალგაზრდების ჩართულობის საფუძველი“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ვარლამ ბაძაღუა და პროექტის “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის” გამარჯვებული დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, კესარია კაკაბაძე. მათ წარმოადგინეს ახალგაზრდა ელჩების პროექტი; ისაუბრეს პროექტით შერჩეული ახალგაზრდა ელჩების საქმიანობაზე და ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას, რომელიც ასე წარმატებულად მიმდინარეობს.
საყურადღებოა, რომ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ასევე განიხილეს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ახალგაზრდების სათანადო ჩართულობის საკითხები და ზემოხსენებულ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდის გზები.
ღონისძიების დასასრულს მიღებულ იქნა დოკუმენტი სახელწოდებით „ახალგაზრდობისა და დემოკრატიის დღის წესრიგი“. აღნიშნული დოკუმენტი განკუთვნილია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სხვა შესაბამისი უწყებებისთვის იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭირონ ახალგაზრდების მონაწილეობას საჯარო და პოლიტიკურ პროცესებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.