ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა მონაწილეობა მიიღო კარტოფილის მწარმოებელი ფერმერების მოსამზადებელ ტრენინგში, რომელიც ჩატარდა კარტოფილის სადემონსტრაციო ყანაში, სადაც დათესილი იყო 11 სხვადასხვა ჯიშის კარტოფილი.
ახალქალაქის საკრებულოს ცნობით, ტრენინგის დროს ასწავლეს, თუ როგორ უნდა დამუშავდეს სწორად ნიადაგი, როგორ უნდა დაიცვან მცენარეები მავნებლებისა და სარეველებისგან, როგორ უნდა გამოკვებონ მცენარეები, მოაწყონ მოსავლის აღება, კარტოფილის შენახვის წესები და ტექნოლოგიები.
პროექტს ახორციელებს არაკომერციული ორგანიზაცია FAO (სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.