„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ მადლობა გადაუხადა გუნდს და ბიძინა ივანიშვილს „დიდი ნდობისთვის“, და აღნიშნა, რომ „პოლიტიკური სპეკულირების მიღმა, პირველ რიგში ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა“.
„იმის მაგივრად, რომ ჩვენივე თავის შეფასებები გავაკეთოთ, ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს. ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. ჩვენი მიზანია სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და რა თქმა უნდა, ადამიანზე ზრუნვა. ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, სოციალური სისტემა, ჩვენი მომავალი, ბავშვებზე ზრუნვა, განათლების სისტემა, ისევე, როგორც მოხუცებზე ზრუნვა და სოციალური პორტფელი, რომელიც უნდა გავაძლიეროთ. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევძლოთ არა პოლარიზებით, არამედ შინაარსობრივი დისკუსიით ახალ პარლამენტში, რომელიც სრულად ახალი საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, რომ ეს ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, დემოკრატიული, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყოს უფრო ახლოს, მიღწევადი. ჩვენი საბოლოო მიზანია ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, სამართლიანი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი ყველა მომდევნო საარჩევნო ციკლი უნდა იყოს ამისთვის მომზადება“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტების კითხვას, ვისთან წარმოუდგენია კოალიციის შექმნა არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“, პრემიერ მინისტრმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.