(GUARDIAN.GE) - მსოფლიო საოჯახო კონგრესის თავმჯდომარე ლევან ვასაძე 2020 წლის 9 სექტემბერს, #66 ტელემიმართვაში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნარკოპოლიტიკა ისეთივე მტრულია, როგორც მისი ლიბერალური პოლიტიკის სხვა ასპექტები და „რადიკალურად არის შესაცვლელი“.
„ჩვენ თუ შენ ამ სახით აგირჩევთ და არაფერს არ შეგაცვლევინებთ შემოდგომაზე, მომავალი 4-5 წლის განმავლობაში შენ დაასრულებ ამ ქვეყნის, ამ ერის განადგურებას“, აცხადებს ვასაძე, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებსა და იმ დროს ბიძინა ივანიშვილის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას იხსენებს.
„ბიძინა სულ სხვანაირად იწყებდა. მე მახსოვს 90-იანი წლების ბოლოს, შევარდნაძის დროს, ჩემს დედულეთში, ზემო იმერეთში, დადიოდა ხმები, რომ ის აფინანსებდა საჩხერის პოლიციას, რათა ისინი შებრძოლებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის, პერევის და სხვა სოფლების მხრიდან შემოდინებული ნარკოტიკების მომრავლებას საჩხერის რაიონში და ხალხი მას ივანაშვილს ეძახდა, მაშინ მას ბიძინა ივანაშვილი ერქვა და ლოცავდა ამისათვის“, ამბობს ლევან ვესაძა და წუხილს გამოხატავს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი კარდინალურად არის შეცვლილი.
„ქართული ოცნება“ უმღერის ნარკომანიზაციას და ჩვენს განადგურებას ამ თვალსაზრისით ბოლო არ უჩანს... ნარკომანია ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ყოვლისმომცველ კორუფციას, ყველაფერში შეღწევას. ეს არის აქტიური სატანისტური ვნება, რომელიც ყველაფერს ჭამს. ეს ნიშნავს ნარკომანიას ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, ბიძინას უშუალო გარემოცვაში, ძალოვანებში, ყველგან. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ღია ნარკომავაჭრეები და ნარკოპროპაგანდისტები უკვე ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ მოძრაობად, იყრიან კენჭს პარლამენტში, ჯარიდან თავის აცილების მიზნით აწევრიანებენ თავიანთ რიგებში ჩვენს ახალგაზრდობას, ღიად უქადაგებენ ნარკომანიზაციას და სხვა სრულიად მიუღებელ მანკიერებებს. აი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა. იმ თავგასიებული ბიზნესმენების სახელიც კი ვიცი, ვინც მასთან მივიდნენ და დაარწმუნეს, რომ ეს კაი ბიზნესია და არავითარ შეთქმულების თეორიებს აქ ადგილი არ აქვს, ღიად კაცმა გამოაცხადა, რომ მომხრეა ნარკოკულტივაციის და თურმე ეს მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის იქნებოდა და ისინი მკაცრად გააკონტროლებდნენ ამის სხვა მიზნებისთის ამის არგამოყენებას. ეს ის სახელმწიფოა, რომელიც ელემენტარულ კრიმინალიტეტს ვერ აკონტროლებს და როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ წინ არ აღვდგომოდით ნარკოკულტივაციას, რას გააკონტროლებდნენ.
„ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს იმით, რომ, ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ითავებს ამ და ლიბერალური იდეოლოგიის სხვა ასპექტებთან ბრძოლას, უნდა იყოს ღმერთის მოშიში და სხვის არაფრის მოშიში. მან უნდა აიღოს თავის თავზე უმძიმესი ჯვარი ნარკომანიასთან ბრძოლისა და პირდაპირი ომი უნდა გამოუცხადოს მას. მან უნდა დაიყენოს ის ღირსეული ოფიცრები სუს-ში და ძალოვანებში, რომლებიც მზად არიან უკომპრომისოდ ებრძოლონ ამ კორუფციას თავიანთ რიგებში, გაწირონ თავი, დაიღუპონ ამ ბრძოლაში თუ საჭიროა და რაც მთავარია, უნდა იყოს თანმიმდევრული პოლიტიკა - ერთი მხრივ, ტრანზიტის, შეუჩერებელი ტრანზიტის მიუხედავად, ქვეყანაში ამ ნარკოტიკების აღარშემოდინებისა და მეორე მხრივ ამ გიგანტური ნარკომანების მასის გამოსწორებისა. ნარკომანების გამოსწორების ერთადერთი გზა არის იძულებითი მკურნალობა, დაძალებითი, მე ამას არაერთი წელია ვსწავლობ და ვკითხულობ“, აცხადებს ვასაძე და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მთიან რეგიონებში სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.
„მთაში უნდა შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები. ეს უნდა იყოს დასახლებები, საშუალოდ 100 კაცზე, 100 ნარკომანზე, უნდა ხელმძღვანელობდეს ერთი შერიფი, ერთი ხელმძღვანელი, სამხედრო ან ვეტერანი, პლუს 10 კაცი, მისი დამხმარე, 10 სამხედრო. ესენი უნდა იყვნენ 10 ჯგუფად გაყოფილი და ეწეოდნენ 3 სახის საქმიანობას. ყოველდღე დილას ვარჯიში, მერე საზღვრის პატრულირება, კავკასიის სასაზღვრო ზონებში, მეცხოველეობა, მეცხვარეობა, მეთევზეობა. ერთი ასეთი დასახლების შექმნის ღირებულება იქნება დაახლოებით 1 მილიონი დოლარი, რაც სახელმწიფოსთვის არაფერი არ არის. ასეთ ცენტრში უნდა იყოს ტაძარი, ფსიქოლოგი, ბიბლიოთეკა. 100 ასეთი სოფელი წელიწადში, ეს არის 100 მილიონი დოლარი. ჩვენს ქვეყანას ეს ნამდვილად შეუძლია არსებული ბიუჯეტის პირობებში.
„ამის ყველაფრის გამკეთებელი ბიძინა რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ ის არის, ლიბერალური - ეს საჩხერელი კაცი - ლიბერალური, ევროპის გამკვირვებელი მმართველი და რა თქმა უნდა, თუკი ის შემოტრიალდება და ყურებს გამოიბერტყავს, მაშინ მან უნდა გაყაროს პანჩურით ყველა ის ვეზირი, ვინც ამ 8 წლის განმავლობაში მას ასეთ ლიბერალურ პოლიტიკას ურჩევდა და კი ბატონო, 180 გრადუსით შემოტრიალდეს ეროვნული პოლიტიკისაკენ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე არ მესმის, რატომ არ უნდა შეცვალოს მან სხვა ასპექტები თავისი ლიბერალური პოლიტიკისა, ვახში იქნება ეს, უკონტროლო აზარტული თამაშები, იმიგრაცია თუ სხვა. კი, ბატონო, ამას თუ აკეთებ, მაშინ დასაჯე „ნაცები“, ვინც ხალხს აწამებდა და ციხეებში ყრიდა და რისთვისაც შენ აგირჩიეს და გადაგვაგდე 2012 წლიდან. აკრძალე კაზიონეობი, აზარტული თამაშები, აკრძალე ვახში და ჩვენი თავი გენაცვალოს მაშინ შენ. მე პირადად არავის წინააღმდეგი არა ვარ“, ამბობს ლევან ვასაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.