განათლების მინისტრის მოადგილე: სწავლის დაწყება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა, განათლების სამინისტრო დღეს არის მზად, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს
11-09-2020, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში სწავლის დაწყება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა, განათლების სამინისტრო დღეს არის მზად, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს, – განაცხადა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

 


„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მზადებას, რომ სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყოს. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიური, ყოველდღიური თანამშრომლობა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ერთმანეთს ვუზიარებთ ინფორმაციას. ეს ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. თუმცა, განათლების სამინისტრო დღეს არის მზად იმისთვის, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს“,- განაცხადა დგებუაძემ და დაამატა:

 


„თუ სიტუაცია გართულდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს“.

 


განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში უკვე ათასამდე სკოლა შემოწმდა.

 


„დღეს მიღებული სტატისტიკური მონაცემებით დაახლოებით, ათასამდე სკოლაში მოხდა მონიტორინგი. არის სკოლების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც დოკუმენტის მიხედვით გაწერილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და მათ აქვთ შესაძლებლობა, მონიტორის მიერ მიცემული რეკომენდაციის საფუძველზე ხარვეზები გამოასწორონ“, – განაცხადა დგებუაძემ, როგორც ამას პირველი არხი იტყობინება.

 


იმ შემთხვევაში, თუ სკოლა რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სამინისტროს მოუწევს, ამ სკოლაში სასწავლო პროცესი არ დაიწყოს, რადგან წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი