მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, თუმცა თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისი შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატება ამ ეტაპზე უკავშირდება მობილობის გაზრდას, რეგულაციების ნაკლებად შესრულებას და არა მეორე ტალღას.
ეზუგბაიას თქმით, მეორე ტალღა უფრო გვიან შემოდგომაზეა მოსალოდნელი.
„დაავადების მატება მოსალოდნელი იყო შემოდგომის დადგომასთან ერთად, რადგან მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. აქედან გამომდინარე, დაავადების მატება ყოველთვის გვაქვს შემოდგომაზე. საერთოდ, რესპირატორული ინფექციების მატება როდესაც არის, და „კოვიდ-19“ ასევე სასუნთქი გზების დაავადებაა, მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, თუმცა თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით.
ამ ეტაზპე ჩვენ გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება, ასეთი მატება მორე ტალღად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა? ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღაზე არ ვლაპარკობთ. მეორე ტალღას და მასთან დაკავშირებულ მატებას მაინც ყოველთვის ვუკავშირებთ სეზონს, ეს არის გვიანი შემოდგომა. არსებული მატება ბოლო პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების შესრულების შესუსუსტებითაა გამოწვეული, ჩემი აზრით, ეს გახდა საფუძველი ამ ეტაპზე დაავადების ასეთი ამატების“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო მწვანე ზონიდან გავიდა.
ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორი მზადაა, მომატებულ შემთხვევებს გაუმკლავდეს. მარინა ეზუგბაია კვლავ ამახვილებს ყურადღებას მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზე, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა.
„მწვანე ზონიდან გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 10 არის მაქსიმალური და 10.2 მეათედი გვაქვს. თუ შევინარჩუნებთ სიტუაციას და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება. პირველი დღიდან ვერტიკალი, სახელმწიფო, მთავრობა ჯანდაცვა თავისი ყველა სამსახურით და სამედიცინო სექტორი გაუმკლავდა ვირუსის დაწყების, შეტევის ფაზას, შემდეგ მკვეთრი მატება იყო, გავუმკლავდით, პერიოდულად გვქონდა რამდენიმე ეპიდაფეთქებები, ამასაც გავუმკლავდით. დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის.
შესაბამისი საწოლ-ფონდი არსებობს, მატებასთან ერთად მოხდება საწოლ-ფონდის დამატება, ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სამედიცინო სექტორით მზად არის სამუშოდ. არ დაგვიმალია და ვამბობთ, ათეული შემთხვევა ჩვენ არ გვაშინებს და ვიცით, რომ ქვეყანა მზად არის, სახელმწიფომ თქვენ დაგანახათ მყისიერი ქმედებები ყველა ვერტიკალის – სახელმწიფო, მთავრობა, ჯანდაცვა, სამედიცინო სექტორი. დარწმუნებული ვარ, რვა თვის გამოცდილებით ამ საქმის გაკეთება უფრო მყისიერად შეგვეძლება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თანამოქალაქეების გულისხმიერება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.