თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია
11-09-2020, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია.

 

 

ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, გადაცემაში სტუმრობისას მას ის მიკროფონი დაუმაგრეს, რომელიც მანამდე ლევან გოგიჩაიშვილს ეკეთა. 

 

 

მისივე განცხადებით, „კოვიდ-19“ მის მეუღლესაც დაუდგინდა.

 

 

„გუშინწინ რომ გამოაცხადეს გოგიჩაიშვილზე, თითქოს თავში ჩაგარტყამენო რაღაცას, ისე იყო, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში ლევანი იჯდა. რომ მორჩა, გავიდა, მაგრამ მისი მიკროფონი, „პეტლიჩკას“ რომ ვეძახით, მე გამიკეთეს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მას ვირუსი დაუდასუტრდა და ამასთან, მეც ვახველებდი, მივხვდი, რომ ამის გამოა. აი, ასე ჰაერწვეთოვანი შეხება იქვე, ადგილზე არ გვქონია. ის იქითა მხარეს გავიდა, მე აქეთ, მეორე მხრიდან შევდიოდი.

 

 

ბოლო სამი დღეა, მახველებს, სიცხე მაქვს 37,2 – 37,3. სიმპტომების გამოვლენისას მე თვითონ მივმართე სპეციალისტებს. 112-ში დავრეკე და ეს ყველაფერი მოვყევი, რომ მე ვარ კონტაქტი გოგიჩაიშვილისა.

 

 

დღეს დილით იყო ტესტის პასუხი, მე და ჩემს მეუღლეს დაგვიდგინდა კოვიდ დადებითი. ახლა ველოდებით, რას გვეტყვიან, სად გადაგვიყვანენ. ერთი პრობლემა ისაა, რომ სახლში დედა მყავს 86 წლის, მე და ერთი ქალბატონი ვუვლით მას. მათი პასუხები ჯერ არ ვიცით, ერთადერთი ამაზე ვღელავთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

 

მისივე თქმით, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, გარეთ არ გასულა და იზოლაციის წესებს იცავდა.

 

 

„საკმაოდ ფრთხილი ადამიანი ვარ. ბოლო სამი-ოთხი დღეა, როგორც კი სიმპტომი ვიგრძენი, აღარ გავსულვარ გარეთ, მაგრამ პირველ დღეს არ მქონია ხველება, ეს მერე დამეწყო. თავიდან მქონდა სიცხე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მოწამლული ვიყავი. სხვა არაფერი მიფიქრია. მერე დამეწყო სურდო და ხველა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი