მარინა ეზუგბაია: ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ საუბარი არ არის, ამ ეტაპზე შემუშავებულია მოდელი, რომელიც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების საკარანტინო სასტუმროებში მეთვალყურეობას გულისხმობს
11-09-2020, 12:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ საუბარი არ არის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე შემუშავებულია მოდელი, რომელიც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების საკარანტინო სასტუმროებში მეთვალყურეობას გულისხმობს.

 

 

„ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ ლაპარაკი არ არის. უკვე გაცხადებული გახლავთ ასეთი მოდელი – პაციენტები, რომლებიც თავიდან სტაციონარში მოთავსდებიან, მსუბუქი ფორმით და უსიმპტომოებზეა ლაპარაკი, მათთვის კვლევების ჩატარებით მიღებული შედეგების შეფასებით, ყველა რისკის გათვალისწინებით, თუ ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ექიმებიც შეაფასებენ და რისკები მინიმალური იქნება, კლინიკაში ყოფნის მერვე დღიდან ასეთი ადამიანების გადაყვანა შესაძლებელია სპეციალურად შექმნილ საკარანტინო სასტუმროებში, სადაც არის საკარანტინო სივრცე, იქ მოხდება ასეთი პაციენტების, უსიმპტომოების მეთვალყურეობა და მსუბუქი ფორმების მკურნალობის გაგრძელება.

 

 

ეს დადგენილება უკვე შესულია ძალაში. თბილისში, ქუთაისში და ბათუმში არის სამი დიდი სასტუმრო თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც შეესაბამება ასეთი პაციენტების მართვას. არის საკმარისი საწოლები, მოხდება განტვირთვა სამედიცინო კოვიდ-ცენტრების. ის პაციენტები, რომლებიც შესაძლებელია, მეთვალყურეობდნენ ამ საკარანტინი სამკურნალო სივრცეში, გადავლენ ეტაპობრივად, მაგრამ ამის საჭიროება ჯერ არ არის.

 

 

სამჯერ მეტს და ოთხჯერ მეტს გაუმკლავდება, მაგრამ იმისთვის, რომ დაყოვნება არ იყოს და თუნდაც იმიტომ, რომ სამომავლოდ მოვემზადოთ, დღევანდელი სიტუაცია არის ზიუსტად ამის საფუძველი, რომ მომავალში აღნიშნული პროცესი ძალიან მარტივად და თავისუფლად გავაკეთოთ.

 

 

 

ჩვენი მოთხოვნა ამიტომ იყო, რომ გარკვეულწილად ინფრასტრუქტურა გამართულიყო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ შემოდდომაზე სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების თანდართვები მოხდება. ასეთი ინფექცია და კოვიდი ერთად არის რთული შემთხვევა, რომელსაც სჭირდება სპეციალური ინფრასტრუქტურა იზოლაციის საშუალებით  და ვენტილაციის გამართული სისტემით, რომ არ მოხდეს სტაციონარის, კორპუსის შიგნით დაავადების გავრცელება. ვენტილაციის გამართვა ზუსტად ამას ემსახურება, რომ ჩვენ თავისუფლად, დამოუკიდებლად შევძლოთ კომბინირებული, შერეული პაციენტების მართვა და არ გქვონდეს შიში, რომ მოხდება დაავადების შიდა გავრხცელბა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი