საფრანგეთი კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის გამო ვირუსთან საბრძოლველად უფრო მკაცრი ზომების მიღებას აპირებს. ბოლო 24 საათის მონაცემებით ახალი შემთხვევების რაოდენობამ იქ 10 000 შეადგინა.
მინისტრებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შორის შეხვედრაზე გადაწყდება თუ რა ახალი რეგულაციები დაწესდება საფრანგეთში. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეხვედრა საზოგადოებას მკაფიო იდეას მისცემს იმის თაობაზე თუ რას უნდა ელოდნენ მომდევნო კვირების განმავლობაში.
„ჩვენ უნდა ვიყოთ რაც შეიძლება გამჭვირვალე და მკაფიო. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთხოვნი და რეალისტური ყოველგვარი პანიკის გარეშე“, თქვა მაკრონმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო AFP იტყობინება.
საფრანგეთი კოვიდ-19-ით გარადაცვალებულთა მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. ქვეყანაში ამ დრომდე, კორონავირუსით 30 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.