„ლეიბორისტული პარტია“ საარჩევნო სიას უახლოეს დღეებში წარადგენს. პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სიის რეგისტრაციის პროცედურები განზრახ გაართულა.
„ამ დღეებში წრავადგენთ, სანამ ვადა გავა. ხელისუფლებამ სავსებით შეგნებულად, პროვოკაციულად და დანაშაულებრივად მოახდინა სიიის წარსადგენი პროცედურების იმ დონეზე ბიუროკრატიზაცია, რომ ბევრი პარტია სიას ვერ წარადგენს. სავალდებულო გახადა სიაში შეყვანილი ორასივე კანდიდატისთვის მოშარდვა ნარკოტესტზე და სავალდებული გახადა პოლიიციდან ცნობის აღება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილი პირველ ნომრად გიორგი გახარიას დასახელებას ქვეყნის შეურაცხყოფას უწოდებს. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საარჩევნო სიის მოწინავე ადგილებზე ჯალათები წარადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მორალი და პასუხისმგებლობა არ გააჩნია.
„მმართველმა რეჟიმმა წარსულიდან ვერაფერი ისწავლა. „ქართული ოცნების“ პირველი ოცეული კვლავ 20 ივნისის ჯალათების, ოლიგარქების, ზონდერ სპორტსმენებისა და უსახო ადამიანებისგან შედგება. როგორც ჩანს, ოლიგარქი ივანიშვილი დამარცხებას შეგუებულია და გუდანაბადს ამზადებს გასაქცევად, რაც ერთი მხრივ, მისთვის კარგი იქნება, რადგან ქონების გარკვეული ნაწილი იმ სანქციებს გადაურჩეს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები მისთვის ამზადებენ.
სიის ლიდერებად ჯალათების ჩაწერა, რომლებმაც ჩვენს შვილებს თვალები დასთხარეს, ქვეყნის შეურაცხყოფაა კიდევ ბევრჯერ და მრავალჯერ. გავიხსენოთ 9 აპრილის ტრაგედია, რომლის შემდეგაც საქართველოს პროსაბჭოური ხელისუფლება, იგრძნეს რა პასუხისმგებლობა, მთლიანად გადადგა. არ გააჩნიათ არანაირი მორალი და პასუხისმგებლობა. ჩაცხრილეს მძინარე მაჩალიკაშვილი, ჩამცხრილავები კი დააწინაურეს.
ესენი არ არიან ახალი სახეები, ესენი არიან ახალი მონები, რომლებიც დიპლომის მიხედვით დაიქირავეს. აიღეს და შეკრიბეს გერმანიაში დამთავრებული კურსდამთავრებულები, რომლებმაც არ იციან ხურმა რა ხილია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.