„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა
11-09-2020, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

 

 

როგორც ვაშაძე აცხადებს, ბოლო კონტაქტი თაკო ჩარკვიანთან მას 12 დღის წინ ჰქონდა. მისი ინფორმაციით, კორონავირუსზე მისი ტესტირების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. 

 

 

„დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში, ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ძირითადად ისანში ვარ და რეგიონებში დავდივარ.

 

 

მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც „პისიარ“, ასევე ანტისხეულებზე ტესტი. პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე თვითიზოლაციაში ვიქნები. თაკოსთან ყველა კონტატქში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, ტესტების  საკმარისის მარაგი იქნება, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – წერს ვაშაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი