„საფლავზე მოკლე, მაგრამ მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა აკაკიმ, ილიას არაფერი უთქვამს, ამბობდნენ სწორადაც მოიქცაო, დიმიტრის საქმენი სასიკეთონი ისედაც ყველამ იცისო“ - ედიშერ ოდიშარია დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვაზე
11-09-2020, 14:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენი ხუროთმოძღვარი" 1887 წლის 25 ოქტომბერს, კვირა დღეს ტფილისმა სტავროპოლიდან საქართველოსთვის თავზარდამცემი დეპეშა მიიღო: ,,დღეს დილაზე დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი მოკლული ნახეს თავის სადგურში. გამოძიება სწარმოებს“. იმავე დღის საღამოს მეორე, ძნელად დასაჯერებელი დეპეშა იუწყებოდა: ,,გამოძიებით ჩნდება რომ ყიფიანის გაძარცვა სდომებიათ და ამ განზრახვისთვის მოუკლავთ.“

 

 

ყიფიანის ცხედარი ჩამოასვენეს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა და განსვენებულის შვილმა კონსტანტინემ. 8 ნოემბერს, ისიც კვირა დღე, დილის 10 საათზე საქართველოს სამხედრო გზით, საბურთალოს თავდაღმართის (კოსტავას ქუჩის ნაწილი გმირთა მოედანთან) თავზე მოასვენეს ბალდახინით, სადაც ცხედარს მიეგებნენ ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის მარშლის მოადგილე ალმასხან ნიჟარაძე და სხვანი ქუთათელნი, ქუთაისის ქალაქის თავის მოადგილე, ტფილისისა და გორის მარშლები და ბევრნი სხვანი ეტლებით და ცხენოსნები. ა. ნიჟარაძემ ხმამაღლა მოთქმით დაიტირა გარდაცვლილი. მიცვალებულს მრავალი ყვავილი მიართვეს, კუბოც უამრავი გვირგვინებთ მორთეს. სამღვდელოება დ.ყიფიანის ცხედარს პირველად ,,ჯვართან“ (,,ფიქრის გორის“ ქვემო ნაწილი) შეეგება.

 

 

წამოასვენეს, ვერის ხევის ხიდის პირას (ჯავახიშვილის ქ. ქვედა ნაწილი) დახვდნენ ქალაქის თავი და ხმოსნები, თელავის მარშლის კანდიდატი და მრავალი სხვანი. ვერის აღმართის ამოასვლისას მოიწვიეს სამღვდელონი, რომელნიც საგანგებოდ შეკრებილიყვნენ ვერის ეკლესიაში და პროცესიას შეუერთდნენ იქ, ,,სადაც ,,ოკრუჟნოი სუდი“ შენდება“. აქვე, გოლოვინის პროსპექტთან შეეგება ეპისკოპოსი ალექსანდრე. კუბო გადმოასვენეს ბალდახინიდან რომ მეორე, სხვა ბალდახინზე გადაესვენებინათ, მაგრამ ხალხმა აღარ გაუშვა ხელი კუბოს, იგი საკაცეზე დადო და ხელდახელ წაასვენა მიცვალებული.

 

 

საკაცე მორთეს თაიგულებით და გვირგვინებით, რაც საკაცეზე არ დაეტია ბალდახინზე მოათავსეს. ხელისუფლების დავალებით პოლიციამ პროსპექტი გადაკეტა, რათა პროცესია გრიბოედოვის ქუჩით ასულიყო მთაწმინდაზე და მეფისნაცვალ დონდუკოვ-კორსაკოვის სასახლის წინ არ ჩაეარა, მაგრამ ხალხმა მაინც თავისი გაიტანა და გოლონის პროსპექტზე განაგრძი გზა. პროცესიას წინ მიუძღვოდა სამი მგალობელი გუნდი, მათ შორის გუნდი აღნიაშვილისა, ტანსაცმელზე შავგადაფარებულნი და საკინძე ჩამოხსნილები.

 

 

მგალობლების შემდეგ ორპირად მოდიოდა სამღვდელოება. ქაშუეთის ეკლესიის მახლობლად, მცირე პანაშვიდის გამართვის შემდეგ მიცვალებული წაასვენეს სასახლის ქუჩაზე(რუსთაველის პრ. ნაწილი (მეტრო თავისუფლების წინ), შემდეგ სოლოლაკის ქუჩა(ლეონიძე), ლაბორატორიის ქუჩით (ინგოროყვას), დავითის (მამა დავითის ქ.) ქუჩა და დაასვენეს ეკლესიაში, სადაც ეპისკოპოსმა ალექსანდრემ სამი არქიმანდრიტის და მრავალი დეკანოზის თანდასწრებით შეასრულა წესის აგება. შემდეგ კუბო ჩაასვენეს ეკლესიიდან დასავლეთით გაჭრილ სამარეში. ყველას ცრემლებით ევსებოდა თვალები. მიცვალებულის ოჯახის წევრები მეტისმეტი მწუხარებით და ჯავრისაგან გამშრალი და თითქმის დამუნჯებული, გულსაკლავად შესცქეროდა დაკრძალვას.

 

 

საფლავზე მოკლე მაგრამ მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა აკაკიმ. ილიას არაფერი უთქვამს, ამბობდნენ სწორადაც მოიქცაო, დიმიტრის საქმენი სასიკეთონი ისედაც ყველამ იცისო! დ.ყიფიანი მიაბარეს მიწას მთაწმინდის ეკლესიის გალავანში. ქვრივს- ნინო იაგორის ასულს, საქართველოს ყველა კუთხიდან: ახალქალაქიდან, ახალსენაკიდან, სვირიდან, გორიდან, ქუთაისიდან... სამძიმრის უამრავი დეპაეშა მისვლია. წმინდა ათონის მთის მამებმა კი ნიშნად ღრმა პატივისცემისა, დააწესეს ხსენება განსვენებულ დ.ყიფიანისადმი 40 დღის განმავლობაში და ,,მუდამდღე აღსრულებენ ჟამის წირვასა პანაშვიდურთ და მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთსა, რომ საუკუნოდ იყოს ხსენება დიმიტრისა“. მკვლელთა: გრიგოლ სტრეპეტოვისა და თევდორე შულგინის მიერ სიცოცხლეს გამოსალმებული დიმიტრი ყიფიანი - "ჩვენი ხუროთმოძღვარი", როგორც ილია ჭავჭავაძემ ბრძანა მასზე, 2007 წელს წმიდანად შეირაცხა.

 

 

ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 1
#1   lali Tabatadze
      
პროცესია, დავით ყიფიანის მეთაურობით, როგორც კი მოვუახლოვდით გრიბოედოვის ქუჩის ასავალს, პოლიცია გადაგვეღობა და გამოგვიცხადა, რომ პროცესია გრიბოედოვის ქუჩით უნდა წავიდეს. შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, ხალხი წინ მიმავალთ მიაწვა. ამასობაში ნიკო დიასამიძემ, რომელიც წაბლისფერ ტაიჭზე იჯდა ქართულად ჩოხაში გამოწყობილი, ცხენდაცხენ გაარღვია პოლიციისრაზმი და გასწია წინ. დავით ყიფიანიც მას გაჰყვა. პოლიცია წინ გადაუდგა სამღვდელოებას, რომელსაც მიუძღოდა ცნობილი ქართველი პატრიოტი, ბერი, ეპისკოპოზი ალექსანდრე ოქროპირიძე. ის საერთოდ თითქოს არ იყო გამბედავი კაცი, მაგრამ აქ კი ნამდვილად გამოიჩინა გამბედაობა. პოლიციის რამზის მეთაურმა უთხრა: Ваше преосвященство, приказано по Грибоедовской улице направить процессию!\” ალექსანდრე არ შედრკა და მიუგო: \”Меня пригласили родные покойного, куда они последуют, и я за ними!\”-ო და განაგრძო გზა -ასეთ ქართველებზე იდგა საქართველო და დღემდე ამიტომ ვარსებობთ. დღესაც არიან ასეთნი მცირე რაოდენობით , მაგრამ მაინც. სრულიად გადაუჭარბებლად -ასეთივია ამ სტატიის ავტორი-ბატონი ედიშერი!დიდი მადლობა მას რომ ასეთი პატრიოტული მისია აიღო საკუთარ თავზე. კარგად ვიცი ეს ყველაფერი რა დიდი შრომისა და სიყვარულის ფასად იქმნება. დღეგრძელობა მას!
11 სექტემბერი 2020 08:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი