საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა
01-10-2015, 00:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა.


ქვეყნის პირველმა პირმა პირისპირ საუბარი გამართა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პრეზიდენტ ჯონ ჰეიმრესთან და ცენტრის მრჩეველ ზბიგნევ ბრზეჟინსკისთან.


დახურული შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა და მათ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.


"ქვეყნის პირველმა პირმა აქცენტი დასავლეთის როლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, აშშ-მ და ევროპამ ტრადიციული ლიდერობა ითავონ, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. დელეგაციამ აქცენტი გაამახვილა საქართველოში მიმდინარე იმ რეფორმებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად ახორციელებს", - აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.


მათივე ინფორმაციით, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტები საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკითაც დაინტერესდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად პირველი პირისგან მოისმინეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი