სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, პირველი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება
11-09-2020, 19:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შემდეგ ქალაქებში: თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, 1-ლი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. აღნიშნული რეგულაცია უკვე მოქმედებს ქობულეთსა და ბათუმში.

 

 

აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს.

 

 

მისივე თქმით, ზემოთჩამოთვლილი ქალაქების გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაიწყება.

„განათლების სისტემა მზად არის სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად. კორონავირუსის პანდემიის გამო, ზაფხულის განმავლობაში საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინტენსიურად ემზადებოდა ე. წ. ჰიბრიდული მოდელისათვის, რაც სასწავლო პროცესის წარმართვას შერეული მეთოდით გულისხმობს. გარდა ამისა, სამინისტროს აქვს გაზაფხულის სემესტრის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართება.

 

 

მინისტრის ბრძანებით შექმნილი და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი, შესაბამისი ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. აღნიშნულის შესახებ ყველა სკოლა ინფორმირებულია.

 

 

სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელთა კომპიუტერების სკოლებისთვის მიწოდება. მოსწავლეებისათვის გადაცემა კი ეტაპობრივად უკვე დაწყებულია, რასაც თავად სკოლა უწევს ორგანიზებას.

 

 

გარდა ამისა, პანდემიის გამო ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ "ტელესკოლის" ბადის აწყობაზე და გაკვეთილების ჩაწერაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ყველა კლასისა და საგნისათვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისათვის 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი - განათლება“ ეთერით მოსწავლეებითვის პროექტი „ტელესკოლა“ განახლდება.

 

 

სამინისტრომ სკოლებისთვის ასევე შექმნა ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეების დასწრებისა და შეფასების ელექტრონულად აღრიცხვას გულისხმობს. ელექტრონული ჟურნალი დისტანციურ სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს.

 

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, მივაწოდეთ პედაგოგების სიები და აჭარაში ნამყოფი 2 100-მდე მასწავლებლის ტესტირება მოხდება.

 

 

განათლების სამინისტრომ სრულად უზრუნველყო საჯარო სკოლების ყველა სავალდებულო საჭიროებებით აღჭურვა - მათ შორის, პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით და თერმოსკრინინგის აპარატებით“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი