მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში მოძველებული კომუნიკაციები 31 მისამართზე შეიცვალა. დასრულებული პროექტების საერთო ღირებულება 676 572 ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება კიდევ ერთ მისამართზე. ქვიშხეთის ქუჩა N4 კორპუსში წყალარინების დაზიანებული ქსელი იცვლება. პროექტის ფარგლებში, 32 გრძივ მეტრზე 300 მმ-იანი მილი მონტაჟდება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე გაეცნენ.
„რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საცხოვრებელი შენობების მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაციას. აღნიშნულ კორპუსში რთული მდგომარეობა გვქონდა, პრობლემური ქსელი იყო, რაც დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. სამუშაოები მომავალ კვირაში დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტით 57 ოჯახის პრობლემა მოგვარდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.