თანამდებობიდან წასულ სუდაძეს 8 მილიონი ლარის ხელშეკრულების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებას ედავებიან
01-10-2015, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ა/ო მონიტორინგის ცენტრის - ,,მედიატორის" დამფუძნებლის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ავთანდილ სუდაძე, არა მარტო უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან, არამედ ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.


„მის სახელს უკავშირდება უამრავი ფაქტი, რომლის გამოძიების შემთხვევაშიც მასზე აუცილებლად დაიწყება სამართლებრივი დევნა მაგალითად გახოკიძის ქუჩა, რომლის გადათხრაც 2015 წლის ინავარში მოხდა, და მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე იყო ორი თვე, სუდაძის სამსახურმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 25 მარტს 8 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა შპს ,,ალიანსს“, მაშინ როდესაც ამ კონკრეტულ კომპანიას სახლმწიფო და უფრო კონკრეტულად რუსთავის არქივი, ედავებოდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს.


საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გახოკიძის ქუჩაზე ასევე უხარისხოდ იქნა შესრულებული სამუშაო და ოლიმპიადამდე გარკვეული გზის მონაკვეთებზე, ახალა უკვე სხვა კომპანიებმა შეასრულეს ასიათასობით ლარის სამუშაო, რაც ადასტურებს იმას, რომ თუ არა პირადი ინტერესები ვერც ამხელა ხელშეკრულებას ვერ მიიღებდა კომპანია ,,ალიანსი“ და არც დაუსჯელი დარჩებოდა. კიდევ ერთი მაგალითო, სადაც სუდაძის დანაშაული იკვეთება, დოესის ქუჩაა. 2014 წლის აგვისტოში ავთანდილ სუდაძის პირადი გადაწყვეტილებით ჩატარებული ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა ამ ქუჩის რებილიტაციას, შეწყვეტილად გამოცხადდა, ამის შემდგომ, ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო ერთმა კომპანიამ , (საგზაო სამშენებლო კომპანია ) რომელიც ტენდერამდე 1 თვით ადრე შეიქმნა. კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა 220 000 ლარზე მეტი . მიუხედავად ამისა, კომპანიამ ამ შემთხვევაშიც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და საჭირო გახდა მე-3 ტენდერი და მე-2 ხელშეკრულება. ავანსად გაცემული 220 000 ლარის ასავალ დასავალი არსად ჩანს. სუდაძის სახელს უკევშირდება მეტეხის ხიდის სკანდალიც, რაც მდგომარეობს შემდეგში. სუდაძის სამსახურმა, ყოველგვარი ლაბორატორიის და ექსპერტიზის დასკვნინს გარეშე, გამოაცხადა ტენდერი, მეტეხის ხიდზე გზის საფარის შესაცვლელად. სამუშაობის დაწყების შემდგომ აღმოჩნდა, რომ მეტეხის ხიდი ამორტიზირებულია და იქ გზის საფარის დაგება, ხიდის შეკეთების გარეშე არ შეიძლება. ბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც ზრდის და აღრმავებს ეჭვებს, რომ კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილ უფროსს კორუფციული სქემა ჰქონდა შემუშავებული. ლაბორატორია, რომელიც ამოწმებს მერიის მიერ, ამ შემთხვევაში კეთილმოწყობის სამსახურის, შესრულებული სამუშაოების ხარისხსს არის ავთანდილ სუდაძის ოჯახის წევრი. გამოდის, რომ შემსრულებელიც და შემოწმებელიც, არიან ნათესავები,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ,,პირველ რადიოსთან" საუბარში.


შეგახსენებთ, რომ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა - ოფიციალური ინფორმაცით თანადებობიდან სუდაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.


pirveliradio.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი