„ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა
12-09-2020, 16:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მიერ ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა.

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამედიცინო ქვედანაყოფებმა სამედიცინო სწავლება ორ ფაზად ვაზიანის მე-5 და მე-11 პოლიგონებზე ჩაატარეს. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც.

 

 

სცენარის მიხედვით, საინჟინრო კონვოის გადაადგილების დროს აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ქართულ-ამერიკულმა სამედიცინო საევაკუაციო ჯგუფებმა დაშავებულებს დაუყონებლივ აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და ამერიკული საევაკუაციო ვერტმფრენით „შავი ქორი“ მე-11 პოლიგონზე გაშლილ საველე ჰოსპიტალში ROL2 გადაიყვანეს. საველე ჰოსპიტალში ურგენტულ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული სამხედროები ქირურგიული და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბლოკებში განათავსეს, სადაც სამხედრო ექიმებმა მათ პირველადი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინეს და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასტაბილურეს.

 

 

„ღირსეულ პარტნიორს“ საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს და ის მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი