საქართველოდან 2648 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით მეტია
12-09-2020, 18:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2648 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით მეტია.

 

 

წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

 

 

სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

 

 

საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წელთან შედარებით 300%-ით მეტია.

 

 

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ვაშლის ბაღები გაშენდა.

 

 

პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

 

 

საქართველოდან 24 788 ტონა ატამი და ვაშლატამაა (ნექტარინი) ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 87% -ით აღემატება.

 

 

ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი 68 %- ით აღემატება გასული წლის მონაცემს და 20,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი