განებივრებული იყო ჩვენი მოსახლეობა, როდესაც დღეში ერთეული შემთხვევები გვიფიქსირდებოდა. ბევრმა ირწმუნა, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა და რეგულაციებს არ ასრულებდა, – უთხრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს.
„რეკომენდაციები იგივე რჩება, რომლებიც აქამდე არსებობდა. მთავარი და სიახლე ის არის, რომ ის რეგულაციები, რომლებიც გაწერილია, მოსახლეობამ უკეთესად შეასრულოს. განებივრებული იყო ჩვენი მოსახლეობა, როდესაც დღეში ერთეული შემთხვევები გვიფიქსირდებოდა. ბევრმა ირწმუნა, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა და რეგულაციებს არ ასრულებდა. ეს არის ელემენტარული პირბადე, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება და ხელების ჰიგიენა. მინდა აბრაამ ლინკოლნის ფრთიანი ფრაზით მივმართო მოსახლეობას, „ყველანაირი საფრთხე მოგვარებადია, მაგრამ რწმენა იმისა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, თავად არის სერიოზული საფრთხის შემცველი”. მინდა, ყველამ გაითავისოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ აქამდე საქართველო ყველა ქვეყანაზე უკეთ გაუმკლავდა ინფექციას, საფრთხე არ არის ჩავლილი. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი “, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.