მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი 152 შემთხვევიდან 90 აჭარას უკავშირდება, 11 ინფიცირებულზე კი ეპიდკვლევა გრძელდება
13-09-2020, 12:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, 11 ინფიცირებულზე კი ეპიდკვლევა გრძელდება.

 


„დღეს დაგვემატა 152 ახალი შემთხვევა. აქედან, 90 არის აჭარა, 15 გახლავთ ქუთაისის 32-ე სკოლის შემთხვევები, 15 არის „ენგურჰესის“ კლასტერი, 17 დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი შემოტანილი შემთხვევა და 11 შემთხვევაზე გრძელდება კვლევა. გამოჯანმრთელებულები არიან მხოლოდ ექვსნი. კოვიდცენტრებში და სამკურნალო დაწესებულებებში ჯამურად 831 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

როგორც მან თქვა, კორონავირუსის 152 შემთხვევის გამოვლენა ეს არის ძალიან აქტიური კვლევების შემდეგ, ეს არის ზუსტად იმის საწინდარი, რომ ყველა გამოვლენილი შემთხვევა და მათი იზოლაცია გავრცელების პრევენციის საფუძველია.

 

 

მისივე თქმით, ორი-სამი დღე დინამიკაში შემთხვევების მატება თუ არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები არის ეფექტური.

 


„დღეს არის 152 შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ მონაცემზე მეტი არ არის. ეს მიმანიშნებელია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაა. 152 შემთხვევის გამოვლენა ეს არის ძალიან აქტიური კვლევების ჩატარების შემდეგ. ეს არის ზუსტად იმის საწინდარი, რომ გარკვეულწილად, ყველა გამოვლენილი შემთხვევა და მათი იზოლაცია, გავრცელების პრევენციის საფუძველია.

 


ჩავთვალო, რომ ეს ორი-სამი დღე დინამიკაში მატება თუ არ გვექნება და ამ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, ნელ-ნელა, როგორც დღეს, ნაკლები იყო გუშინდელზე, ასე გაგრძელდება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები მყისიერი თანაზომადი, არის ეფექტური. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად, გავრცელების პრევენციას მოვახერხებთ ყველა გამოვლენილის იზოლაციით“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი