„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
13-09-2020, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა კოკაია ადასტურებს.

 


მისი თქმით, ამ ეტაპზე, უნივერსიტეტში სწავლის პროცესი დისტანციურად გრძელდება.

 


„სწავლა დავიწყეთ ერთი კვირით ადრე, ყოველ წელს ასე ვაკეთებთ. უსაფრთხოების ყველა სტანდარტს რადგან ვაკმაყოფილებდით, მოგვცეს ნებართვა, დაგვეწყო სწავლა. სიცხეს ვუზომავდით ყველა შემომსვლელს და ინფიცირებულ სტუდენტს შემოწმებისას სიმპტომები არ აღმოაჩნდა. ის ბოლოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა ხუთშაბათს და სიმპტომები გამოუვლინდა გვიან ღამით, რის შემდეგაც დაურეკა დეკანს და შეატყობინა. გამოვკითხეთ, რომელ სტუდენტებთან ჰქონდა შეხება და ასეთების რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო, რადგან სრული დატვირთვით სწავლა იწყებოდა 15 სექტემბრიდან. ყველა კონტაქტს დავურეკეთ, გავაფრთხილეთ და ისინი მოექცნენ თვითიზოლაციაში, ჩაიტარეს ტესტი, თუმცა ჯერ პასუხი არ არის ცნობილი. იმ ფლიგელს, სადაც ეს სტუდენტი იმყოფებოდა, ჩაუტარდა დეზინფექცია. საკმაოდ ცოტა ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და ამ დროის განმავლობაში ეკეთა პირბადე. ახლა გადავედით ონლაინ რეჟიმზე, სტუდენტები აღარ დადიან უნივერსიტეტში, მაგრამ სრული დეზინფექცია მაინც ჩატარდა. ეპიდემიოლოგებს სტუდენტის ინფიცირების წყარო დადგენილი აქვთ“, – განაცხადა კოკაიამ, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი